პატიმრების ნამუშევრების ყიდვა ინტერნეტით არის შესაძლებელი

© FB/Минпробации Грузииპატიმრების ნამუშევრების ონლაინ-მაღაზია
პატიმრების ნამუშევრების ონლაინ-მაღაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანამ მიწოდების სერვისი არ ამოქმედებულა, ნამუშევრებისთვის წასვლა სამინისტროში ან გლდანის საპატიმროში მოგიწევთ.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ამუშავდა პატიმრებისა და ბრალდებულების ნამუშევრების ონლაინ-მაღაზია. სახსრები უშუალოდ პატიმრების ანგარიშზე ირიცხება.

კოლონია% - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა

ონლაინ-მაღაზიაში online.moc.gov.ge წარმოდგენილია ხატები, გემებისა და ეკლესიები მაკეტები, ხის ნაკეთობები, სამკაულები, ზარდახშები, ცვილის ფიგურები, ნახატები, ნაქარგები და თექის ნაკეთობები. ასევე შესაძლებელია ავეჯისა და ბაღის სკამების შეკვეთა.

ონლაინ-მაღაზია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უწყების ხელმძღვანელის კახა კახიაშვილის ინიციატივით გახსნა.

ონლაინ-მაღაზიის საშუალებით შეძენილი ნივთების მიღება შესაძლებელია სამინისტროს შენობაში ან გლდანის საპატიმროში. ამჟამად მიწოდების სამსახური არ მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0