საქართველოს პრეზიდენტმა 226 მსჯავრდებული შეიწყალა

© photo: Sputnik / Ivan Rudnev / გადასვლა მედიაბანკშიკოლონია%
კოლონია% - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს საპატიმროებს 154 მსჯავრდებული დატოვებს.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 226 პატიმარი შეიწყალა, განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ ბრიფინგზე.

სახელმწიფოს მეთაურმა გამოსცა შესაბამისი შეწყალების აქტი, რომელიც უკვე გადაეგზავნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

„154 მსჯავრდებული დღეს დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს. აქედან რვა ქალია და ერთი — არასრულწლოვანი. ხოლო 72 მსჯავრდებულს შეფარდებული დარჩენილი სასჯელი შეუმცირდა. შეწყალებულთა შორის სამი ქალია და ორი არასრულწლოვანი“, — განაცხადა ქორიძემ.

შეწყალების კომისიამ 18-24 ივლისის პერიოდში 1565 მსჯავრდებულის საქმე განიხილა, რის შემდეგ შემდეგ შესაბამისი რეკომენდაციები პრეზიდენტს მიმართა, აღნიშნა მან.

ყველა ახალი ამბავი
0