ქართველი სპორტსმენების მორიგი დანაკარგი რიოს ოლიმპიადაზე

© photo: Sputnik / Grigoriy Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიშტანგა
შტანგა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა მძლეოსანმა სამმაგ ხტომაში კვალიფიკაციის გავლა ვერ შეძლო, ხოლო შტანგისტი საწყის წონას ვერ გაუმკლავდა.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. რიოს ოლიმპიური თამაშების მეათე დღეს ქართველი სპორტსმენები კვლავ წარუმატებლად გამოვიდნენ, იუწყება OREANDA-NEWS.

ძალოსანმა გიორგი ჩხეიძემ (-105 კგ) აკვრაში სამი ცდიდან ვერც ერთი ვერ გამოიყენა. პირველ ორ ცდაში მან 205 კგ შეუკვეთა, მაგრამ ორჯერვე წარუმატებლად. მესამედ მან 208 კილოგრამის აწევა სცადა, მაგრამ — ასევე უშედეგოდ.

რიო 2016 - Sputnik საქართველო
ქართველი სპორტსმენები რიოს ოლიმპიადაზე - შეჯიბრების დრო. დღე XI

ამ დისციპლინაში ოლიმპიური ჩემპიონი უზბეკი რუსლან ნურუდინოვი გახდა, ვერცხლი სომეხ სიმონ მარტიროსიანს ერგო, ხოლო ბრინჯაო — ყაზახ ალექსანდრ ზაიჩიკოვს.

სამმაგ ხტომაში წარუმატებლად გამოვიდა ლაშა თორღვაიძე. კვალიფიკაციაში მან სამივე ცდა უშედეგოდ დაასრულა და შემაჯამებელ ოქმში მე-40 ადგილი დაიკავა.

კვალიფიკაციის გამარჯვებული ამერიკელი კრისტიან ტეილორი გახდა. მისი შედეგია 17 მეტრი და 24 სანტიმეტრი.

მანამდე დამარცხდნენ ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები. რობერტ ქობლიაშვილი (-85 კგ) 1/8 ფინალში დამარცხდა, ხოლო იაკობ ქაჯაია — 1/4 ფინალში.

ყველა ახალი ამბავი
0