ქართველი სპორტსმენები რიოს ოლიმპიადაზე - შეჯიბრების დრო. დღე XI

© photo: Sputnik / Ani Mejlumyan, Hasmik Grigoryanრიო 2016
რიო 2016 - Sputnik საქართველო
გამოწერა
რიოს ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშების მე-11 დღეს, სამშაბათს ქართველი სპორტსმენები ორ დისციპლინაში იქნებიან წარმოდგენილი.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

შმაგი ბოლქვაძე (-66კგ) – 17:00 თბილისის დროით.

რევაზ ნადარეიშვილი (-98 კგ) – 17:00 თბილისის დროით. 

შმაგი ბოლქვაძე ამ სეზონზე არაერთხელ გახდა სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი. ქართველი ფალავნის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა რიგაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი იყო. 

რაც შეეხება ნადარეიშვილს, მისთვის მიმდინარე სეზონი უიღბლო გამოდგა. იმავე კონტინენტურ პირველობაზე რიგაში მან მხოლოდ მერვე ადგილი დაიკავა. 

ორივე ქართველი ფალავანი რიოში თავის გამოსვლას საკვალიფიკაციო ორთაბრძოლით დაიწყებს. 

© © UNITED WORLD WRESTLINGშმაგი ბოლქვაძე - ჭიდაობა
შმაგი ბოლქვაძე - ჭიდაობა - Sputnik საქართველო
შმაგი ბოლქვაძე - ჭიდაობა

ძალოსნობა

ლაშა ტალახაძე (+105 კგ) – 22:30 თბილისის დროით.

ირაკლი თურმანიძე (+105 კგ) – 22:30 თბილისის დროით.

© © GEOWF შტანგა
შტანგა - Sputnik საქართველო
შტანგა

ლაშა ტალახაძეს ბევრი სპეციალისტი განიხილავს როგორც მომავალი შეჯიბრების ერთ-ერთ ფავორიტს. სწორედ ქართველი მძიმეწონოსანია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი თავის წონით კატეგორიაში. 

ასევე კარგი შანსი აქვს იბრძოლოს მედლებისთვის ირაკლი თურმანიძეს. მსოფლიო პირველობაზე ჰიუსტონში მან მე-11 ადგილი დაიკავა, ხოლო კონტინენტურზე — მეშვიდე. 

ტალახაძის გარდა ოლიმპიური მედლებისთვის ესტონელი მარტ სეიმი და სომეხი რუბენ ალექსანიანი იბრძოლებენ. 

გზა სპორტული ოლიმპისაკენ
გზა სპორტული ოლიმპისაკენ - Sputnik საქართველო
გზა სპორტული ოლიმპისაკენ

 

ყველა ახალი ამბავი
0