შსს-მ აჭარაში ნარკოდანაშაულის გამო ერთი პირი დააკავა

გამოწერა
დაკავებულის პირადი და ნაქირავები ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 48 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. შსს-ს აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს.

დაკავება - Sputnik საქართველო
თურქეთიდან საქართველოში ნარკოტიკის შემოტანის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა

დაკავებულია თურქეთის მოქალაქე, 1970 წელს დაბადებული ა. ე. მისი პირადი და ნაქირავები ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 48 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ყველა ახალი ამბავი
0