თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ბარსელონის სააპელაციო სასამართლომ გირაოს გარეშე გაათავისუფლა ფულის გათეთრებაში დადანაშაულებული კიევის ექს მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის ვაჟი — სტეპანი, ბრალდებების დუსაბუთებლობის გამო, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия" ყოფილი უკრაინელი ჩინოვნიკის განცხადებაზე დაყრდნობით.
ივლისში ესპანურმა მედიამ გაავრცელა განცხადება იმაზე, რომ სტეპან ჩერნოვეცკი და კიდევ 10 ადამიანი დააკავეს ბარსელონაში, იაპონური სამზარეულოს ერთ-ერთ რესტორანში, ფულის გათეთრებისა და დოკუმენტების ფალსიფიკაციის ბრალდებით. დაკავებულებს შორის იყვნენ უკრაინელები და რუსები.
„ესპანეთის სააპელაციო სასამართლო სამი მოსამართლის შემადგელობით, მივიდა დასკვნამდე, რომ ყველა ბრალდება, რომელიც ჩემს შვილს სტეპან ჩერნოვეცკის წაუყენეს, არ იყო დასაბუთებული და სტეპანს ნება დართო ნებისმიერ დროს დატოვოს ესპანეთი ყველანაირი აკრძალვის გარეშე, მაგრამ ადვოკატებისთვის საქმე მხოლოდ ახლა დაიწყო. სამართლიანობა სრულად უნდა აღდგეს და უნდა დაისაჯონ პროვოკატორები, ვინც პრესაში გაააბუქა საქმე და ვის გამოც უდანაშაულო ხალხი ერთი თვე ესპანეთის ციხეში არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდა!“, — ნათქვამია განცხადებაში.
სტეპან ჩერნოვეცკის გარდა გათავისუფლებულია კიდევ ორი უკრაინის მოქალაქე.
დაკავებულებს შორის ასევე იყო იაპონური რესტორნის მფლობელი სომეხი ბიზნესმენი არმან მაილიანი. მისი და სხვა რუსი დაკავებული პირების ბედი უცნობია.
ესპანური მედია იტყობინებოდა, რომ ზემოთაღნიშნულ საქმეში საუბარი იყო 10 მილიონ ევროზე. გამოძიების მონაცემებით, ეს ფული დამნასავეებმა უკანონო გზით მოიპოვეს და შემდეგ უძრავ ქონებაში ჩადეს. ფულს იაპონური რესტორნის მეშვეობით ათეთრებდნენ, რომელიც ბარსელონაში 2014 წლის ბოლოს გაიხსნა.
თავდაპირველად ლეონიდ ჩერნოვეცკიმ უარყო ინფორმაცია შვილის დაპატიმრების შესახებ.
სტეპან ჩერნოვეცკი კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატი იყო 2008-2009 წლებში და „ლეონიდ ჩერნოვეცკის ბლოკის“ ფრაქციის წევრი, მაშინ როცა მამამისი კიევის მერი იყო. ლეონიდ ჩერნოვეცკი ქალაქის ხელისუფალი 2006-2012 წლებში იყო. იგი უკვე რამდენიმე წელია თბილისში ცხოვრობს და დიდ ვილას ფლობს ქობულეთში. საქართველოში იგი ბიზნესითა და ქველმოქმედებით არის დაკავებული.
2015 წლის დეკემბერში უკრაინის დედაქალაქის ყოფილმა მერმა განაცხადა რომ პოლიტიკური პარტია შექმნა „ბედნიერი საქართველოსათვის“ და რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ემზადება, მაგრამ 2015 წლის მაისში მან პოლიტიკური მოღვაწეობა შეწყვიტა.