თბილისი, 14 მაისი — Sputnik. კიევის ყოფილი მერის, ამჟამად საქართველოში მცხოვრები ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს, — იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
გადაწყვეტილების მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ჩერნოვეცკის თანაგუნდელ გიორგი ქვრივიშვილის განცხადებით, დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ: ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც ორჯერ იყო კიევის მერი, საქართველოში, ქობულეთში დასახლდა, პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბა და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურ პიარ–კამპანიას ეწეოდა საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად.