თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ფეთჰულა გიულენის მომხრეებს, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს, ჯერ კიდევ 2012 წელს სურდათ რეჯეფ ერდოღანის მოკვლა, როცა მისთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ Yeni Safak-ზე დაყრდნობით.
გაზეთის წყარო ჰუსეინ სარჩიჩექი გახლავთ, რომელიც 2013 წლის კორუფციული სკანდალის გამოძიებაში მონაწილეობდა და რომელმაც პროკურატურას 200-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი გადასცა.
სარიჩიჩექის თქმით, მან გიულენის ორი მომხრის საუბარი მოისმინა, რომელიც ერდოღანზე ჩაშლილ თავდასხმას შეეხებოდა.
„შევნიშნე, როგორ უყვიროდა ნეჯედ იჩელი პოლიციის კომისარს და როგორ ეცა მას ბაღში სიტყვებით: „რატომ არ მოვიდა ოპერაციაზე? გამაგებინე, ვინ გააფრთხილა? როგორ დააღწია თავი სიკვდილს?“ — ციტირებს გამოცემა საკუთარ წყაროს.
როგორც სარიჩიჩექი ამბობს, ერდოღანმა ოპერაცია ბოლო წუთებში გააუქმა.