ლავროვმა რუსეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაზე ისაუბრა

გამოწერა
ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო გაწყვეტაზე საუბარი ყირიმში ტერაქტების აღკვეთის თაობაზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებების შემდეგ დაიწყო.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესაძლებლობას „უკიდურესი ზომა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამით არავინაა დაინტერესებული.

10 აგვისტოს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ აღკვეთა ტერაქტები, რომლებიც, რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მოამზადა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომხდარზე კომენტარისას განაცხადა, რომ „ნორმანდიულ ფორმატში“ შეხვედრები ასეთ პირობებში უაზრობაა.

„არ ვფიქრობ, რომ ახლა ისეთ ვითარებაში ვიმყოფებით, როდესაც ვინმე დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით არის დაინტერესებული. ეს უკიდურესი ზომებია“, — განაცხადა ლავროვმა გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მოსკოვის პანორამა - Sputnik საქართველო
მასმედია: რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს

მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ვითარების სტაბილიზება.

„მგონია, რომ ახლა მთავარია, ემოციებს არ ავყვეთ, მოქმედების რაიმე ექსტრემალურ ვარიანტს არ მივმართოთ, არამედ თავშეკავებულად და კონცენტრირებულად უზრუნველვყოთ ვითარების სტაბილიზება“, — დასძინა მან.

უფრო ადრე ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, თუ სხვა ვარიანტი არ იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0