ბათუმში ზღვაში ბანაობა ჯერ კიდევ საშიშია

© сайт правительства Аджарииბათუმი ძლიერი წვიმის შემდეგ
ბათუმი ძლიერი წვიმის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში ტალღის სიმაღლე 1,6 მეტრს აღწევს.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ბათუმის სანაპიროზე დილიდან წითელი დროშებია აღმართული, რაც გაფრთხილების ნიშანია, რომ ზღვაში ბანაობა შტორმის შემდეგ კვლავ საშიშია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით. 

ბათუმში გუშინ შტორმმა 5 ბალს გადააჭარბა. ორშაბათს 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, ტალღების სიმაღლე 1,6 მეტრს აღწევს. საღამოსთვის შტორმი 2 ბალამდე შემცირდება.

„სანამ ამინდი არ გამოვა, ზღვაში ბანაობა არ შეიძლება. ამჟამად სპეციალური სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს განაგრძობენ. სავარაუდოდ, საღამოს ყველა სამუშაო დასრულებული იქნება“, — განაცხადა ადმინისტრაციის თანამშრომელმა.

შტორმი აჭარაში - Sputnik საქართველო
აჭარაში შტორმისა და წვიმის შედეგებს ებრძვიან

კოკისპირული წვიმის გამო ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, ბათუმის ახალ ბულვარზე დაზიანდა ქვეითთა გზა, გადაადგილდა ქვის სკამები, განათების ბოძები სანაპიროზე ჩავარდა. უახლოეს დღეებში სპეციალური სამსახურები მათ თავის ადგილებზე დაამონტაჟებენ.

წყლის ამოტუმბვის სამუშაოები ღამითვე დასრულდა. ორშაბათს დილიდან კოლექტორები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.

მოსახლეობა უწყვეტ რეჟიმში იღებს წყალს, ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიას.

ხელვაჩაურში სახლებს, რომლებიც ძლიერმა ქარმა დააზიანა, დროებით სახურავებს უკეთებენ.

© FB/აჭარის მთავრობის ვებგვერდიბათუმი კოკისპირული წვიმის შემდეგ
ბათუმი კოკისპირული წვიმის შემდეგ - Sputnik საქართველო
ბათუმი კოკისპირული წვიმის შემდეგ

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ზარალის დათვლა დაიწყო.

ოქტომბერში ორკილომეტრიანი სანაპირო ზოლის გამაგრების სამუშაოები დაიწყება. პროექტის განხორციელებაზე ბიუჯეტიდან 12 მლნ ევროს გამოყოფენ, აღნიშნულია აჭარის მთავრობის განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0