აჭარაში შტორმისა და წვიმის შედეგებს ებრძვიან

გამოწერა
თავსხმა წვიმის შედეგად ბათუმსა და ქობულეთში ქუჩები დაიტბორა, ხოლო სოფელ დაგვის გზაზე მეწყერი ჩამოწვა.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ბათუმსა და ქობულეთში შტორმისა და თავსხმა წვიმის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, იუწყება სააგენტო Новости-Грузия ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით.

აჭარაში გუშინ ხუთბალიანი შტორმი ბობოქრობდა.

„ახლა ამინდი გამოვიდა. ქობულეთში ნგრევა არ არის. საგანგებო სამსახურები აქტიურად მუშაობენ, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები“, — განაცხადა ქობულეთის რაიონული ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

თავსხმა წვიმამ სოფელ დაგვისკენ მიმავალ გზაზე, სადაც სამი ოჯახი სახლობს, მეწყრის ჩამოწოლა გამოიწვია. თუმცა მოსახლეობას საფრთხე არ შექმნია.

რაც შეეხება ბათუმს, ვითარება იქაც ნორმალური ხდება. წვიმამ რამდენიმე ქუჩა დატბორა, მაგრამ, როგორც ბათუმის სანიტარული დასუფთავების სამსახური აცხადებს, წყალი ჯერ კიდევ ღამით ამოიტუმბა.

ყველა ახალი ამბავი
0