თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. 75 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა რიოს ოლიმპიადაზე პირველივე შეხვედრა დათმო.
ქართველი ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავე ყაზახ დეჟან კარტიკოვს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
დათუნაშვილს რეპეშაჟში ბრძოლის გაგრძელების შანსი აქვს, თუ ყაზახი სპორტსმენი ფინალში გავიდა.
25 წლის ზურაბ დათუნაშვილი თავის წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონია. არის სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი.
დათუნაშვილისთვის რიოს ოლიმპიადა მეორეა, ის 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაში მონაწილეობდა, თუმცა, მეოთხედფინალში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.