ქართველი ათლეტები რიოს ოლიმპიადაზე. დღე მეცხრე

© photo: Sputnik / Denis Aslanovანასტასია გოტფრიდი ვარჯიშზე
ანასტასია გოტფრიდი ვარჯიშზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირას ოლიმპიადაზე ანასტასია გოტფრიდი და ზურაბ დათუნაშვილი იასპარეზებენ.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. რიო–დე–ჟანეიროს 31–ე საზაფხულო ოლიმპიადის მეცხრე დღეს ქართველი სპორტსმენები მედლებისთვის ორ დისციპლინაში იბრძოლებენ.

ანასტასია გოტფრიდი

ძალოსნობა (+75 კგ) – 22:30 (თბილისის დროით)

ანასტასია გოტფრიდი საქართველოს სახელით გასული წლიდან გამოდის. ის პირველი ძალოსანი ქალია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელიც ამ დისციპლინაში ქალებს შორის ქვეყანას წარადგენს.

ანასტასია, რომელსაც ცოტა ხნის წინ 20 წელი შეუსრულდა, პირველად საქართველოს სახელით ჰიუსტონის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვიდა, ხოლო მიმდინარე წლის ზაფხულში თბილისში გამართულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ზურაბ დათუნაშვილი

ბერძნულ–რომაული ჭიდაობა (-75 კგ) 19:00 (თბილისის დროით)

ზურაბ დათუნაშვილი თავის წონით კატეგორიაში ევროპის მოქმედი ჩემპიონია. არის სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი.


ყველა ახალი ამბავი
0