ჯო ბაიდენი აგვისტოს ბოლოს თურქეთს ეწვევა

© photo: AFP 2020 / Brendan Smialowski ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე თურქეთში აშშ–ის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტის შესახებ გავრცლდა ინფორმაცია, რომელიც მქადაგებელ ფეთჰულა გიულენის შესაძლო ექსტრადიციის საკითხზე მუშაობს. გიულენს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თურქეთში 24 აგვისტოს ჩავა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ თეთრი სახლის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

უფრო ადრე ამ ვიზიტის შესახებ თურქეთის პრემიერ–მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა.

თურქეთის ელჩი ლევენთ გუმრუჩკუ - Sputnik საქართველო
თურქმა დიპლომატმა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორებს ტერორისტები უწოდა

გარდა ამისა, უფრო ადრე გავრცლდა ინფორმაცია, რომ, თურქ ჩინოვნიკებთან შეხვედრებისთვის, 23–24 აგვისტოს იგეგმება თურქეთში აშშ–ის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი, რომელიც მქადაგებელ ფეთჰულა გიულენის შესაძლო ექსტრადიციის საკითხზე მუშაობს. გიულენს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ. ამის შემდეგ მოსალდნელია თურქული დელეგაციის საპასუხო ვიზიტი ვაშინგტონში.

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 15 ივლისს ღამით მოხდა. 

ყველა ახალი ამბავი
0