თურქმა დიპლომატმა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორებს ტერორისტები უწოდა

© FB/ T.C. Tiflis Büyükelçiliğiთურქეთის ელჩი ლევენთ გუმრუჩკუ
თურქეთის ელჩი ლევენთ გუმრუჩკუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქმა დიპლომატმა ანკარაში ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენები შეაფასა.

თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. ორგანიზაცია, რომელიც თურქეთში შეეცადა სამხედრო გადატრიალების მოწყობას, ბევრ სახელმწიფო უწყებებში აგენტურულ ქსელს ფლობდა, ნათქვამია საქართველოში თურქეთის ელჩის ზაქი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებაში.

გასულ კვირაში თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. ოფიციალურმა ანკარამ ამბოხის ორგანიზებაში ოპოზიციონერი ისლამისტი სასულიერო მოღვაწე ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა.

„ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციას საშიში აგენტურული ქსელი აქვს არა მარტო ჯარში, არამედ რიგ სახელმწიფო დაწესებულებებში“, — ნათქვამია თურქი დიპლომატის განცხადებაში.

თურქეთში საგანგებო მდგომარეობის შემოღება მიმართულია კონსტიტუციური წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ და არ დაარღვევს ქვეყნის მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებასა და თავისუფლებას, აღნიშნა გუმრუქჩუმ.

სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო
თურქეთ-საქართველოს საზღვარი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

15 ივლისის საღამოს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა დაკავებულია და უკვე არ შეუძლია მოვალეობების შესრულება. ერდოღანმა, თავის მხრივ, მოუწოდა თავის თანამემამულეებს გამოსულიყვნენ ქუჩებში და წინააღმდეგობა გაეწიათ ამბოხებულთათვის. ანკარასა და სტამბულში შეიარაღებული შეტაკებები მოხდა.

უკვე 16 ივლისის დილით ხელისუფლებამ ამბოხის ჩახშობის შესახებ განაცხადა. გადატრიალების მცდელობის შედეგად, ამბოხებაში მონაწილე სამხედროთა გარდა, 246 თურქეთის მოქალაქე დაიღუპა. დააკავეს რამდენიმე ათასი პუტჩის მომხრე.

ყველა ახალი ამბავი
0