რიოში მსოფლიო რეკორდი ორჯერ მოიხსნა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიველოსიპედი გზაზე
ველოსიპედი გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეკორდული მაჩვენებელი ჯერ ამერიკელმა, შემდეგ კი ბრიტანელმა ველოსპორტსმენმა ქალებმა დააფიქსირეს.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. შაბათს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ორჯერ დამყარდა მსოფლიო რეკორდი — ჯერ ამერიკელი, შემდეგ კი ბრიტანელი ველოსპორტსმენი ქალების დამსახურებით.

რიოს ოლიმპიური სოფელი - Sputnik საქართველო
რიოს ოლიმპიური სოფელი საკუთარი თვალით

ამერიკელმა სპორტსმენებმა ახალი მსოფლიო რეკორდი 4 წთ და 12,282 წმ შედეგით დაამყარეს, რითაც დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების მიერ 11 აგვისტოს დამყარებული 4 წთ 13,260 წმ რეკორდი მოხსნეს.

თუმცა მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. რამდენიმე წუთის შემდეგ ბრიტანელმა სპორტსმენმა ქალებმა ამერიკელების რეკორდი ისევ მოხსნეს და მსოფლიო რეკორდსმენების ტიტული დაიბრუნეს. 

ამერიკელი და ბრიტანელი ველოსპორტსმენები ფინალში ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, რითაც საბოლოოდ გაირკვევა, ვინაა მათ შორის უძლიერესი.

ყველა ახალი ამბავი
0