45 წლის თბილისელმა დედას ყელი გამოჭრა

CC BY-SA 2.0 / Keith Allison / handcuffsდამნაშავის დაკავება
დამნაშავის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ ნივთმტკიცებად დანაშაულის იარაღი — დანა ამოიღო.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. პოლიციამ დააკავა თბილისში მცხოვრები 45 წლის მამაკაცი, რომელსაც დედის მკვლელობა ედება ბრალად, ნათქვამია შსს-ის ვებგვერდზე.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 აგვისტოს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დედას — 1933 წელს დაბადებულ ც.მ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა“, — ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.

დაჭრილი ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
პოლიციელმა, რომელიც თვითმკვლელმა წერილში მოიხსენია, სამსახური დატოვა

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს — მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, ხოლო დანაშაულის იარაღი — დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

ყველა ახალი ამბავი
0