თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ინსპექტორი-გამომძიებელი გოდერძი თევზაძე, რომელიც დაფნარელი ახალგაზრდის, 22 წლის დემურ სტურუას სიკვდილისწინა წერილშია მოხსენიებული, დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადგა გამოძიების დასრულებამდე, იუწყება „რუსთავი 2“.
წერილში, რომელიც სავარაუდოდ დემურ სტურუას ხელითაა დაწერილი 7 აგვისტოს, ნათქვამია, რომ თევზაძე მას დაპატიმრებითა და ანგარიშსწორებით ემუქრებოდა, თუ მარიხუანას დამთესველებს არ დააბეზღებდა.
გარდაცვლილის ნათესავები ირწმუნებიან, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე თევზაძემ სტურუას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ამ ფაქტით უკვე დაინტერესდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და თანამშრომლები თვალყურს მიადევნებენ გამოძიების მსვლელობას.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით. დამნაშავეს ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.