თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. რუსეთის დაახლოებით 15 ავიაკომპანია, რომელთა კუთვნილი საჰაერო ხომალდები თურქეთში ჩარტერულ რეისებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაფუჭებამდე ასრულებდნენ, მზად არის აღადგინოს ფრენები, განაცხადა „როსავიაციის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრ ნერადკომ.
„მათ ფრენების განგრძობის სურვილი აქვთ“, — განაცხადა ნერადკომ.
შეგახსენებთ: თურქეთსა და რუსეთს შორის ფრენები მას შემდეგ შეწყდა, რაც 2015 წლის ნოემბერში თურქულმა გამანადგურებელმა სირიაში რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო, რასაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება მოჰყვა.