თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში პარასკევს, თბილისში „მერის თასის“ სადებიუტო მატჩი მოიგო.
პირველ შეხვედრაში ილიას ზუროსის გუნდმა ჰოლანდიის გუნდს 77:66 აჯობა. ყველაზე შედეგიანი მოთამაშე საქართველოს ნაკრებში ვიქტორ სანიკიძე გახდა, რომელმაც 16 ქულა მოიგო.
მეორე ორთაბრძოლაში ტურნირის სასტარტო დღეს რუსეთის გუნდმა უკრაინელთა ნაკრებს 85:67-ით მოუგო.
„მერის თასი“ — ეს საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირია, რომელიც ეროვნული ნაკრებების ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო მატჩებისათვის მომზადების ფარგლებში ტარდება. გასულ წელს ტურნირის გამარჯვებული იტალია გახდა.