თბილისი, 12 აგვისტო— Sputnik. რამოდენიმე პარტიამ, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მომხრეა და საქართველოს ნატოში შესვლის წინააღმდეგია, საპარლამენტო არჩევნების წინ განაცხადა გაერთიანების შესახებ ერთ ბლოკად სახელწოდებით „ბრძოლა ერთიანი საქართველოსთვის“.
8 ოქტომბერს ერთ ბლოკად გავა გაერთიანება „ბრძოლა ერთიანი საქართველოსთვის“ და პარტიები „სახალხო ხელისუფლება“(ლიდერი ზურაბ კობიაშვილი), „ქართული იდეა“(ლიდერი ზურაბ ჩაჩუა) და „ქალთა პარტია სამართლიანობისა და თანასწორობისათვის“(ლიდერი ხათუნა მაჭავარიანი). ყველა მათგანი ცალცალე უკვე დარეგისტრირებულია ცესკო-ს მიერ.
„ამ ეტაპზე ჩვენ უფრო მეტად რუსეთის მიმართულებით ვიმუშავებთ, რადგან ჯერ ძველმა ხელისუფლებამ ცხრა წელი დაკარგა, ოთხი კი ახლანდელმა“,-ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა მეჭიაურმა.
რუსეთთან ურთიერთობებში საქართველო დათმობებზე უნდა წავიდეს, აღნიშნა მან.
„ჩვენი ინტერესები მოსკოვშიაც უნდა დავიცვათ. ჩვენ უნდა მივიტანოთ ტერიტორიული მთლიანობის იდეა, სანაცვლოთ ალბათ დათმობებზე წასვლა მოგვიწევს, მაგრამ არა ტერიტორიული მთლიანობის ფასად. დათმობები იმაში მდგომარეობს, რომ ნატოში ან რომელიმე სხვა სამხედრო ბლოკში შესვლაზე უარი უნდა ვთქვათ“,-თქვა მეჭიაურმა.
მეჭიაური პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა, რომელმაც მმართველი პარტია „ართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ მაისის თვეში დატოვა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში მაინც დარჩა. მეჭიაურმა არაერთხელ გააკრიტიკა ის პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას ემხრობიან. მისი სიტყვებით, საქართველომ რუსეთთან უნდა დაალაგოს ურთიერთობები.
ივნისის დასაწყისში მეჭიაურმა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ ჩამოაყალიბების შესახებ განაცხადა, თუმცა დამფუძნებელი კრება არ შედგა. რეგისტრაცია ცესკოში მან „სამშობლო, ენა, სარწმუნოება“ პარტიიდან გაიარა საარჩევნო სახელწოდებით „თამაზ მეჭიაური — ერთიანი საქართველოსთვის“.