თბილისში სტარტს იღებს „მერის თასი“

© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკშიკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ წელს „მერის თასის“ ტურნირის გამარჯვებული იტალიის ნაკრები გახდა.

თბილისი,  12 აგვისტო — Sputnik. თბილისის „სპორტის სასახლეში“ პარასკევს ტრადიციული ტურნირი „მერის თასი“ აიღებს სტარტს.

კალათბურთი - Sputnik საქართველო
ქართველ კალათბურთელთა ნაკრები რუსეთთან მატჩში დამარცხდა

„მერის თასი“ — საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირია, რომელიც კალათბურთში ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ეროვნული ნაკრებების მომზადების ფარგლებში ტარდება.

წელს საქართველოს ნაკრებთან ერთად ტურნირში რუსეთის, უკრაინისა და ჰოლანდიის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს ჰოლანდიელთა წინააღმდეგ გამართავს, რუსეთის გუნდი კი უკრაინის ნაკრებს შეხვდება.

ყველა ახალი ამბავი
0