ქართველ კალათბურთელთა ნაკრები რუსეთთან მატჩში დამარცხდა

© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკშიკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპა- 2017 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მომზადების ფარგლებში ხიმკებში გამართული ამხანაგური შეხვედრის დროს რუსებმა საქართველოს ნაკრებს ანგარიშით 94:62 მოუგეს.

თბილისი, 7აგვისტო— Sputnik. რუსეთის კალათბურთის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში საქართველოს გუნდს მოუგო და ახალი მთავარი მწვრთნელის სერგეი ბაზარევიჩის ხელმძღვანელობით რიგით მეორე გამარჯვება მოიპოვა. ხიმკებში ჩატარებული შეხვდრა  ანგარიშით 94:62(17:25, 22:12, 30:12, 25:13)  რუსების სასარგებლოდ დამთავრდა, მათში ყველაზე შედეგიანი ალექსეი შვედი (15 ქულა) აღმოჩნდა.

„ჩვენ ძალიან ნელა და დაბალ ტემპში დავიწყეთ თამაში, მეტოქეს გარკვეული ფორა მივეცით. ტემპი დასაწყისშივე უნდა აიღო. შედეგად შესავენების დროს გუნდს კარგი რეაქცია ჰქონდა, მეორე მეოთხედიდანაც გაუმჯობესდა სიტუაცია. მაგრამ მეორე ნახევრიდან დავიწყეთ აგრესიული მოქმედება. პრინციპში ის იყო, რაც გვინდოდა. ქართველებმა ასეთ ტემპს ვერ გაუძლეს, და ჩვენ არ ველოდით, რომ ანგარიშში ასეთი სხვაობა იქნებოდა. კარგია, რომ პირველი ნახევარი მაინც იყო ომახიანი“,-განუცხადა ბაზარევიჩმა ჟურნალისტებთან.

ერთი დღით ადრე რუსეთის ნაკრებმა ბაზარევიჩის სადებიუტო მატჩში ბელორუსიის გუნდს ანგარიშით 103:50 მოუგო.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0