საქართველოში "დიდგორის" მემორიალს რესტავრაციას ჩაუტარებენ

გამოწერა
დიდგორის მემორიალი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცნობილ ბრძოლას ეძღვნება, როდეასც ქართველმა მეომრებმა თურ-სელჩუკთა ლაშქარი დაამარცხეს.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება „დიდგორის“ მემორიალური კომპლექსის რეაბილიტაციასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას დაიწყებს, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მთავრობის წევრებმა პარასკევს დიდგორის ველი მოინახულეს, სადაც დილიდან დიდგორობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება, რომელიც ყოველწლიურად 12 აგვისტოს აღინიშნება. ამ დღეს 1121 წელს საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი ლაშქრის წინააღმდეგ ბრძოლა გააჩაღა და გაიმარჯვა.

დიდგორობა - Sputnik საქართველო
საქართველოში დიდგორობა იზეიმეს

დიდგორის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2 მლნ ლარი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მემორიალის ცალკეული ელემენტების — ზარებისა და ქანდაკებების რეაბილიტაცია.

ამასთან ერთად, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის ყველაზე გამორჩეულ ადგილებში მოეწყობა 3 გადასახედი (მისასვლელი გზების ჩათვლით). პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მოწყობა.

მემორიალის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ დიდგორის ისტორიას, მიიღონ სხვადასხვა სახის ინფორმაცია და შეიძინონ ქართული სუვენირები.

საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს კონსულტაციას გაუწევს დიდგორის მემორიალური კომპლექსის ავტორი, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0