საქართველოში დიდგორობა იზეიმეს

გამოწერა
დიდგორის ველზე 1121 წელს ქართველების თურქ-სელჩუკებზე გამარჯვების აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდგორის ველზე საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

დიდგორობა ყოველ წელს 12 აგვისტოს აღინიშნება. 1121 წელს ამ დღეს ქართველებმა დავით აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკების გაერთიანებულ ჯარს სძლიეს.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა კონცერტი, სპორტული შეჯიბრებები, ბაზიერების შოუ.

© FB/ GIORGI KVIRIKASHVILIდიდგორობა
დიდგორობა - Sputnik საქართველო
დიდგორობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დიდგორის მემორიალთან გამართულ ღონისძიებაზე საბრძოლო მოქმედებების დროს გამოჩენილი მამაცობისა და თანამებრძოლთა სიცოცხლის გადარჩენისთვის „დიდგორის ჯვრის“ მედლებით დააჯილდოვა მაიორი ზაზა ცერცვაძე და სერჟანტი გიორგი ჭოველიძე.

„დიდგორის ჯვრის“ მედლით დაჯილდოება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით 2014 წელს დაწესდა. მას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს საომარი მოქმედებების დროს გაბედული მოქმედებებისთვის გადასცემენ.

ყველა ახალი ამბავი
0