მწვერვალ შხარაზე უკრაინელი ალპინისტი დაიღუპა

© 4sport.ua ალექსანდრ ნაუმენკო
ალექსანდრ ნაუმენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექსანდრ ნაუმენკო საქართველოს ყველაზე მაღალ მწვერვალზე ასვლისას ზვავმა მოიყოლა.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. უკრაინელი ალპინისტი-ინსტრუქტორი ალექსანდრ ნაუმენკო საქართველოს ყველაზე მაღალ მწვერვალ შხარაზე (5193,2 მ) ასვლისას დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ს გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრმა „112“ გაავრცელა.

ნურსულთან ნაზარბაევი - Sputnik საქართველო
საქართველოს მთებში დაკარგული ყაზახის მეგობარი დახმარებას ნაზარბაევისგან ელოდება

„უბედური შემთხვევა ზვავის გამო 8 აგვისტოს მოხდა. ნაუმენკოსთან ერთად კიდევ ორი ალპინისტი იმყოფებოდა. ისინი გადარჩნენ“, — განაცხადა ცენტრის თანამშრომელმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

ნაუმენკოს კოლეგები აღნიშნავენ, რომ ის ნამდვილი ადამიანი, მთაში ასვლის მონაწილე მრავალი ალპინისტის საყვარელი ინსტრუქტორი და კარგი მეგობარი იყო.
დაღუპულს დარჩა მეუღლე და ორი — 3 და 5 წლის შვილი.

ყველა ახალი ამბავი
0