თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა (-100კგ) რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური ტურნირის ¼ ფინალი ფრანგ სირილ მარესთან წააგო და რეპეშაჟში მონაწილეობის უფლება მიიღო.
იაპონელ ხაგა რინოსუკესთან წარმატების შემთხვევაში, ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლისათვის იბრძოლებს.
ტურნირის ნახევარფინალში შემდეგი წყვილები გავიდნენ: სირილ მარე (საფრანგეთი)/ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი) და ელმარ ჰასიმოვი (აზერბაიჯანი)/ არტემ ბლოშენკო (უკრაინა).