აჭარის საარჩევნო კომისიას აიძულებენ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხი განიხილოს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაცია მიხეილ სააკაშვილის დასჯას ითხოვს, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის და საარჩევნო კომპანიაში იღებს მონაწილეობას.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის საარჩევნო კომისიას დაავალა არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელის განხილვა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კომპანიაში უკანონო მონაწილეობის შესახებ, იტყობინება საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველი არხი. 

მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო კომპანიაში მონაწილეობის უფლება დაკარგა მას მერე, რაც უკრაინის მოქალაქე გახდა. მიუხედავად ამისა ექს-პრეზიდენტის მიმართვა მოსახლეობისადმი ტრანსლირებული იყო ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის დროს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვდა, რომ უმაღლეს საარჩევნო კომისიას სააკაშვილი 2 ათასი ლარით დაეჯარიმებინა., მაგრამ კომისიამ უარი განაცხადა სარჩელის განხილვაზე. 

„ბათუმის სასამართლომ დაადგინა დაკმაყოფილდეს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი და გააუქმოს უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება იმაზე, რომ არ იქნას განხილული „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელი“, — წაიკითხა დასკვნა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრეთა მიტინგი - Sputnik საქართველო
ცესკო: უცხო ქვეყნის მოქალაქეებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ

სააკაშვილმა ქვეყანა 2013 წელს გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დატოვა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაუსწრებლად წარუდგინა მას ბრალი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში, მათ შორის 5 მილიონი დოლარის პირადი საჭიროებით გაფლანგვაში. მოგვიანებით, სააკაშვილზე შიდა სახელმწიფოებრივი ძებნა გამოცხადდა. 

2015 წლის მაისში სააკაშვილი უკრაინაში, ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. 

2015 წლის დეკემბერში საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევაზე იმ მიზეზით, რომ მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის მოქალაქე ავტომატურად კარგავს მოქალაქეობას, თუ სხვა ქვეყნის პასპორტს იღებს. 

ყველა ახალი ამბავი
0