საქართველოს პრემიერმა მშვილდ-ისარი მოსინჯა

© FB/Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილმა „თუშეთობაში“ მიიღო მონაწილეობა.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ომალოში, „თუშეთობის“ ტრადიციულ დღესასწაულზე, მშვილდოსნობაში ძალა მოსინჯა. 

ტრადიციულად „თუშეთობა“ რომელიც უამრავი სპორტული და გასართობი ღონისძიებით აღინიშნება, უამრავ ადგილობრივ და უცხოელ სტუმარს იზიდავს. 

"მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა აქ მაცხოვრებელს, იმისათვის, რომ საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე შემოგვინახეთ… მინდა მივულოცო თუშ მეცხვარეებს. მივულოცო იმიტომ, რომ მათი მეშვეობით მოხდა მოსახლეობის დამაგრება აქ. ეს არის გმირული საქმე და თითოეული თქვენგანი, თითოეული აქ მაცხოვრებელი თუში, არის საქართველოს ფარი, საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის მესაზღვრე. თქვენი გმირობის მეშვეობით შევინარჩუნეთ ჩვენ ეს ულამაზესი კულტურა, რომელიც გვაქვს და რომლითაც ყველანი სამართლიანად ვამაყობთ,"- განაცხადა პრემიერმა.

შუამთობა - Sputnik საქართველო
როგორ გაინაწილეს პოლიტიკოსებმა „შუამთობა“ აჭარაში

პრემიერმა მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დააგემოვნა განთქმული თუშური ხინკალი და ხაჭაპური. ადგილობრივებმა პრემიერს საჩუქარიც კი მიართვეს — განსაკუთრებული ტექნოლოგიით დამზადებული თუშური ხალიჩა. 


ყველა ახალი ამბავი
0