მოსკოვში „კანონიერი ქურდი“ „ნოდარ ტბილისკი“ დააკავეს

© Следственная служба Минфина Грузииდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ნოდარ ტბილისკის“ საფრანგეთის ხელისუფლებას გადასცემენ, სადაც მას ძარცვების ორგანიზებაში, გამომძალველობასა და ფულის გათეთრებაში ედება ბრალი.

თბილისი, 11 აგვისტო– Sputnik.  ნოდარ ტბილისსკის მეტსახელით ცნობილი „კანონიერი ქურდი“ ნოდარ ალოიანი მოსკობში დააპატიმრეს, ნათქვამია რუსეთის შსს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"ნოდარ ტბილისსკი"  საქართველოს დედაქალაქში 1979 წელს დაიბადა. ქართულ საპატიმროში იარაღის ტარებისთვის სასჯელის მოხდის შემდეგ ის საფრანგეთში გადავიდა. „კანონიერ ქურდად“ ის 4 წლის წინ აკურთხეს.

„ალოიანზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული ბელგიასა და საფრანგეთში განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების გამო, რომლების კვალიფიცირებულია როგორც მაფიოზური ტიპის ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი საზოგადოების შექმნა, ასევე ძარცვების ორგანიზება, გამომძალველობა და ფულის გათეთრება“, — ნათქვამია განცხადებაში.

დაკავება. ხელბორკილები - Sputnik საქართველო
საქართველოში „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლა გრძელდება

რუსეთის ხელისუფლება აპირებს საქართველოს მკვიდრი საფრანგეთის ხელისუფლებას გადასცეს.

„კანონიერი ქურდები“ კრიმინალურ ავტორიტეტებს წარმოადგენენ. სსრკ-ში აღმოცენებული „კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტი კრიმინალური ტრადიციების მკაცრი კოდექსით ხასიათდება. ითვლება, რომ ეს სპეციფიკური მოვლენა, რომელსაც მსოფლიო კრიმინალურ პრაქტიკაში ანალოგი არ გააჩნია, 1930-იანი წლებიდან იღებს სათავეს.

ყველა ახალი ამბავი
0