თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა (100 კგ-მდე წონითი კატეგორია) რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე თავისი დებიუტი წარმატებით დაიწყო.
ღვინიაშვილმა 1/32 ფინალში ბრიტანელი ბენჯამენ ფლეტჩერი ვაზარით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
მერვედფინალში 20 წლის ძიუდოისტი, რომელიც ოლიმპიადაზე პირველად გამოდის, ბელგიის წარმომადგენელ ტომა ნიკიფოროვს შეხვდება.
ამჟამად საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიადაზე ორი მედალი აქვს და ორივე ძიუდოისტების ანგარიშზეა — ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანმა — ვერცხლი.