ასტროლოგი: ვარსკვლავთცვენის შედეგები შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს

გამოწერა
ვარსკვლავთცვენის პერიოდში კონფლიქტების, ავარიებისა და ტრავმების რაოდენობა იზრდება.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავთცვენა საკმაოდ ლამაზი სანახაობაა, ის რთული პერიოდია, რამდენადაც დედამიწა უარყოფით ენერგეტიკულ ველში მდებარეობს, განაცხადა Sputnik-თან საუბრისას ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა.

ყოველწლიურად აგვისტოს შუა რიცხვებში ადამიანებს შეუძლიათ თვალი ვარსკვლავთცვენას ადევნონ. წელს მეტეორიტები განსაკუთრებით 11-13 აგვისტოს გააქტიურდებიან.

პლანეტა - Sputnik საქართველო
მზის სისტემის ახალი პლანეტა შესაძლოა უკვე რამდენიმე წელიწადში აღმოაჩინონ

„ეს ნიშნავს, რომ დაძაბულობა, კონფლიქტები, ავარიები, ტრავმები გაორმაგდება. კიდევ უფრო უარესი იქნება 28 აგვისტოდან 6 სექტემბრის პერიოდი“, — ხაზგასმით აღნიშნავს ასტროლოგი.

ცაგარლის განცხადებით, სექტემბრის ბოლო პერიოდში რთული იქნება იდეების, პროექტების, გეგმების რეალიზება. თვის ეს მონაკვეთი უარყოფით ზეგავლენას მოახდენს პირად ურთიერთობებზეც, რამდენადაც ის წყვილისთვის კოსმიური გამოცდის პერიოდი იქნება.

„წლის განმავლობაში ეს ყველაზე რთული პერიოდია, რომელიც 15-20 სექტემბერს დასრულდება, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ახლა უარყოფითი ენერგიის ზეგავლენის პიკში ვართ“, — აღნიშნა ცაგარელმა.

სექტემბრის დასაწყისში მზის დაბნელებაც მოხდება, რომელიც ბევრ ადამიანზე ნეგატიურად იმოქმედებს და მათ სისულელეების ჩადენისკენ უბიძგებს.

„სექტემბრის ბოლომდე კარგს ვერაფერს გეტყვით, ამას ემატება საპარლამენტო არჩევნები, ამიტომ, ასე ვთქვათ, სიგიჟეებს ექნება ადგილი“, — დაასკვნა ასტროლოგმა.

ამასთან, ვარსკვლავთცვენა ბევრისთვის სურვილების ჩაფიქრებასთან ასოცირდება, მაგრამ, ცაგარლის სიტყვებით, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ სურვილები სრულდება, ეს ერთგვარ ჩვეულებად იქცა.

„თუ ადამიანებს სურვილების ჩაფიქრება სურთ, ჩაიფიქრონ! ვერ ვიტყვი, რომ ისინი აუცილებლად ასრულდება, მაგრამ ბევრ ადამიანს ამის სჯერა, რწმენას კი დიდი ძალა აქვს. ამიტომ უყურეთ ვარსკვლავებს და ჩაუთქვით სურვილი“, — განაცხადა Sputnik-თან საუბრისას ცაგარელმა.

ყველა ახალი ამბავი
0