თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM Fest-ის პირველ დღეს, 10 აგვისტოს მთავარ ჰედლაინერ პოლ ვან დაიკის კონცერტამდე საათნახევრით ადრე ფესტივალის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგია გაითიშა.
ფესტივალის სტუმრები და მონაწილეები სრულ სიბნელეში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში იყვნენ. ეს ღამის პირველ საათზე მოხდა. ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი უცნობია.
თუმცა, გერმანელი ვარსკვლავის გამოსვლისთვის ყველაფერი უკვე წესრიგში იყო. ვან დაიკმა ფესტივალის სტუმრებისთვის ორსაათიანი კონცერტი გამართა. მისი დასრულების შემდეგ გრანდიოზული სალუტი გაუშვეს.
GEM Fest-ის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტები სამთავრობო პროექტის Check in Georgia-ს რეპუტაციას ვნებს, რომლის ფარგლებშიც იმართება ეს ფესტივალი, იუწყება მოვლენების ადგილიდან Sputnik-ის კორესპონდენტი.
GEM Fest ანაკლიაში 10-14 აგვისტოს იმართება და მასში უცხოელი და ქართველი მუსიკოსები და დიჯეები მონაწილეობენ.