თბილისში მალე მაწვნის ნაყინი გამოჩნდება

© photo: courtesy of Matsoni house"მაწვნის სახლი"
მაწვნის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად მაწვნის ნაყინი მხოლოდ კახეთში, ალავერდის მონასტერთან იყიდება.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ნატურალური მაწვნისგან დამზადებული ნაყინი, რომელსაც ალავერდის მონასტერთან არსებულ საწარმოში ამზადებენ, მალე თბილისშიც გაიყიდება, განაცხადა „მაწვნის სახლის“ დირექტორმა კოკა კანდელაკმა.

„ამ დროისთვის ვაწარმოებთ ვანილისა და შოკოლადის ნაყინს. ჩვენი მოწყობილობა შესაძლებლობას გვაძლევს, ნებისმიერი ხილისგან დავამზადოთ ნაყინი. ნაყინში ჩირსაც ვურევთ, რაც მას ძალიან ნოყიერ და კალორიულ პროდუქტად აქცევს და ფხვნილისგან დამზადებული ნაყინისგან განასხვავებს“, — განმარტა კანდელაკმა.

მისი თქმით, მაწვნის ნაყინს, რომელსაც ჰქვია „მარიამისგან“ და რომლის დამზადებაც ორი წლის წინ დაიწყეს, კომპანია მთელი წლის განმავლობაში აწარმოებს, თუმცა მისი შეძენა ჯერჯერობით მხოლოდ ალავერდშია შესაძლებელი.

ჩიფსის საწარმო - Sputnik საქართველო
თბილისში ჩიფსის ახალი საწარმო სრული დატვირთვით ამუშავდა

„ეს ნაყინი უნიკალურია იმით, რომ ალავერდში მაწონ „მარიამისგან“ მზადდება, რომელსაც ქართულ დედოზე აყენებენ“, — თქვა კომპანიის დირექტორმა.

კანდელაკმა ხაზი გაუსვა, რომ მაწვნის ნაყინი დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობაშიც და ტურისტებს შორისაც. ამ ნუგბარს განსაკუთრებით უცხოელები ეტანებიან, ვინაიდან მაწონი მათთვის უკვე არის გასტრონომიული სიახლე.

„მაწვნის სახლი“ ალავერდის მონასტერთან 2014 წელს გაიხსნა კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში და მის მშენებლობაზე 935 ათასი ლარი დაიხარჯა.

„მაწვნის სახლი“ ამ პროექტის პირველი დასრულებული ობიექტია, რომელიც უძველესი ქართული ტრადიციების შენარჩუნებას ემსახურება.

ყველა ახალი ამბავი
0