თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ჩიფსის ახალი საწარმო თბილისში სრული დატვირთვით ამუშავდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მინისტრებთან ერთად, საწარმო ოთხშაბათს, 29 ივლისს დაათვალიერა, იტყობინება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.
კომპანია სამი სახეობის ჩიპსს — „FRIXX კლასიკი“, „FRIXX ბარბექიუ“ და „FRIXX აჯიკას“ აწარმოებს. კომპანიამ პროდუქტის სატესტო რეჟიმში გაშვება 2015 წლის მარტში დაიწყო, მიმდინარე თვის ბოლოს კი პროდუქციის საბოლოო წარმოება დაიწყო. საწარმოს მფლობელი ცნობილი ბიზნესმენი ჟან-ფრედერიკ პოლსენია, რომელიც ასევე კომპანია „ველინგტონის“ დამფუძნებელია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შემოდის ახალი ტექნოლოგიები და ევროპელი ინვესტორი არა ერთ ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში. ამ საწარმოში დაახლოებით 1,5 მლნ აშშ დოლარია ჩადებული და ინვესტიციები კიდევ გაგრძელდება“, — განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
კომპანია ადგილობრივ ნედლეულს ყიდულობს და ეს რა თქმა უნდა, ადგილობრივი ნედლეულის გასაღებასაც დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ასევე გეგმავს ადგილობრივი, სამოდელო კარტოფილის მეურნეობების გაკეთებას. ამ საწარმოს მფლობელი ასევე ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მუხრანის ისტორიული კომპლექსის აღორძინებისთვის, სადაც საჯარო და კერძო სტრუქტურას შორის პარტნიორობის მოდელს გამოვიყენებთ და ერთ-ერთი, ძალიან კარგი ტურისტული მიმართულება შეიქმნება. ამ ქარხანაში დაახლოებით მილიონნახევარი დოლარია ჩადებული და ინვესტიციები კიდევ გაგრძელდება“ — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კომპანია ადგილობრივი ნედლეულს ყიდულობს, რაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზებას ხელს შეუწყობს, აღნიშნა კვირიკაშვილმა.
კომპანია ასევე გეგმავს ადგილობრივი, სამოდელო კარტოფილის მეურნეობების გაკეთებას, განმარტა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.