სათაფლიის ნაკრძალი: ქართული "იურული პერიოდის პარკი"

გამოწერა

ქუთაისიდან 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს სათაფლიის ნაკრძალი. იგი გაშენებულია 350 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც იშვიათი ჯიშის ხეები, უნიკალური მღვიმეები და კლდეებია დინოზავრების ნაკვალევით.

სათაფლიას დასახელება თაფლთან დაკავშირებით გაჩნდა. უძველეს დროში აქ ფუტკრები ცხოვრობდნენ და ხალხი თაფლისთვის მოდიოდა. ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე „კოლხეთის ტყეში“ შეიძლება იხილოთ წიფელი, წაბლი, რცხილა, თელა, ბზა, ძელქვა, მურყანი, ცაცხვი, მუხა, პანტა, მაჟალო და სხვა. ტყის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ აქ ბალახი საერთოდ არ ხარობს, რადგან ფოთლოვანი ხეები მზის სხივებს თითქმის არ ატარებს.

სათაფლიის მღვიმე მდინარე ოღასკურას ბუნებრივ კალაპოტს წარმოადგენს. 30 მილიონი წლის განმავლობაში ეს პატარა მდინარე თანდათანობით იკვლევდა გზას კირქვისგან აგებულ ქანებში და აფართოებდა მღვიმის დერეფნებს. სწორედ ამ მდინარის საშუალებით შემთხვევით აღმოაჩინა და პირველად შეაღწია სათაფლიის მღვიმეში ცნობილმა ნატურალისტმა პეტრე ჭაბუკიანმა 1925 წელს.

მღვიმეში ზამთარ-ზაფხულ მუდმივი ტემპერატურაა – +14 გრადუსი.

სათაფლიაში აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახისმჭამელი დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი. სათაფლიის დინოზავრების ნაკვალევი ბუნების უნიკალური მოვლენაა. გეოლოგიურ წარსულში, როცა აქ ზღვის სანაპირო იყო (50-60 მლნ წლის წინ), ამ მიდამოებში დინოზავრებმა გაიარეს და დატოვეს ნაკვალევი. ნაკვალევი ორ ფენაზეა წარმოდგენილი, რაც უნიკალური შემთხვევაა მსოფლიოში.

მღვიმეში შემსვლელებს გასაოცარი სამყარო ეშლებათ თვალწინ. სტალაქტიტები და სტალაგმიტები ზოგან ერთდება და ქმნის დიდი ზომის სვეტებს, რომლებიც სტალაქტიტებით შემკობილ ჭერთან და კედლებთან ერთად ზღაპრულ ნაგებობათა შთაბეჭდილებას ტოვებს. მღვიმეში დამონტაჟებულია განათებისა და აკუსტიკის თანამედროვე სისტემები.

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსათაფლიის შესასვლელი.
სათაფლიის შესასვლელი. - Sputnik საქართველო
1/14
სათაფლიის შესასვლელი.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსათაფლიაში ტურისტები დინოზავრების ნაკვალევს ათვალიერებენ.
სათაფლიაში ტურისტები დინოზავრების ნაკვალევს ათვალიერებენ. - Sputnik საქართველო
2/14
სათაფლიაში ტურისტები დინოზავრების ნაკვალევს ათვალიერებენ.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliდინოზავრების ნაკვალევი სათაფლიის მღვიმეში.
დინოზავრების ნაკვალევი სათაფლიის მღვიმეში. - Sputnik საქართველო
3/14
დინოზავრების ნაკვალევი სათაფლიის მღვიმეში.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსათაფლიის მღვიმეში დარბაზი დინოზავრების ნაკვალევით.
სათაფლიის მღვიმეში დარბაზი დინოზავრების ნაკვალევით. - Sputnik საქართველო
4/14
სათაფლიის მღვიმეში დარბაზი დინოზავრების ნაკვალევით.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliდინოზავრის ჩონჩხი შენობაში, სადაც სათაფლიის აღმომჩენის, პეტრე ჭაბუკიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მასალებია დაცული.
დინოზავრის ჩონჩხი შენობაში, სადაც სათაფლიის აღმომჩენის, პეტრე ჭაბუკიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მასალებია დაცული. - Sputnik საქართველო
5/14
დინოზავრის ჩონჩხი შენობაში, სადაც სათაფლიის აღმომჩენის, პეტრე ჭაბუკიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მასალებია დაცული.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსათაფლიის კომპლექსის მთავარი მღვიმემდე მისასვლელი გზა. ამ კლდეზე ძველად ფუტკრები ცხოვრობდნენ და იქაურობა ლამის "თაფლის ქარხანას" ჰგავდა.
სათაფლიის კომპლექსის მთავარი მღვიმემდე მისასვლელი გზა. ამ კლდეზე ძველად ფუტკრები ცხოვრობდნენ და იქაურობა ლამის თაფლის ქარხანას ჰგავდა. - Sputnik საქართველო
6/14
სათაფლიის კომპლექსის მთავარი მღვიმემდე მისასვლელი გზა. ამ კლდეზე ძველად ფუტკრები ცხოვრობდნენ და იქაურობა ლამის "თაფლის ქარხანას" ჰგავდა.
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili"კოლხეთის ტყე" - სათაფლიის მთავარი მღვიმის გზაზე.
კოლხეთის ტყე - სათაფლიის მთავარი მღვიმის გზაზე. - Sputnik საქართველო
7/14
"კოლხეთის ტყე" - სათაფლიის მთავარი მღვიმის გზაზე.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliქორწინების სახლი სათაფლიის ტერიტორიაზე.
ქორწინების სახლი სათაფლიის ტერიტორიაზე. - Sputnik საქართველო
8/14
ქორწინების სახლი სათაფლიის ტერიტორიაზე.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები სათაფლიის გამოქვაბულის შესასვლელთან.
ტურისტები სათაფლიის გამოქვაბულის შესასვლელთან. - Sputnik საქართველო
9/14
ტურისტები სათაფლიის გამოქვაბულის შესასვლელთან.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსათაფლიის გამოქვაბული.
სათაფლიის გამოქვაბული. - Sputnik საქართველო
10/14
სათაფლიის გამოქვაბული.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსათაფლიის გამოქვაბული.
სათაფლიის გამოქვაბული. - Sputnik საქართველო
11/14
სათაფლიის გამოქვაბული.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსათაფლიის გამოქვაბული.
სათაფლიის გამოქვაბული. - Sputnik საქართველო
12/14
სათაფლიის გამოქვაბული.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსათაფლიის გამოქვაბული.
სათაფლიის გამოქვაბული. - Sputnik საქართველო
13/14
სათაფლიის გამოქვაბული.
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსათაფლიის გამოქვაბული.
სათაფლიის გამოქვაბული. - Sputnik საქართველო
14/14
სათაფლიის გამოქვაბული.
ყველა ახალი ამბავი
0