თურქეთში საავადმყოფოსთან მომხდარ აფეთქებას სამი კაცი ემსხვერპლა

© Sputnik/Omer Faruk Baran / გადასვლა მედიაბანკშიაფეთქების ადგილი თურქეთში
აფეთქების ადგილი თურქეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სირიის საზღვართან პოლიციის მანქანა აფეთქდა. ინციდენტს ქურთისტანის მუშათა პარტიის ბოევიკებს აბრალებენ.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. სამი ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა აფეთქებისას, რომელიც თურქეთის პროვინცია მარდინში საავადმყოფოს მახლობლად მოხდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გამომცემლობა Daily Sabah — ზე დაყრდნობით. 

პოლიციის შენობა ანკარაში - Sputnik საქართველო
გადატრიალების წარუმატებელი მცდელობა – თურქეთში 16 ათასი ადამიანია დაკავებული

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მანქანა აფეთქდა. ბოლო მონაცემებით, ორივე შემთხვევაში საუბარია ერთი და იგივე აფეთქებაზე. 

ინციდენტი სირიის საზღვრის მახლობლად მოხდა. გამოცემის მონაცემებით, აფეთქების უკან ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლები დგანან. 

მომხდარის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული, ძალოვანები ტერორისტების დაკავების ოპერაციას ატარებენ.


ყველა ახალი ამბავი
0