თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. თურქეთის ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის ბრალდებით 16 ათასი ეჭვმიტანილი დააკავა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.
გამოძიება გრძელდება 6 ათასი დაკავებულის მიმართ.
ასევე, ხელისუფლება გადატრიალების მცდელობაში 7,6 ათასზე მეტი ადამიანის მონაწილეობის საკითხს არკვევს, იუწყება სააგენტო თურქეთის იუსტიციის მინისტრ ბექირ ბოზდაგის განცხადებაზე დაყრდნობით.
მანამდე თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფქან ალამ განაცხადა, რომ ამბოხების მომენტიდან დაახლოებით 26 ათასი ადამიანი იყო დაკავებული. აქედან დაახლოებით 10 ათასი დაპატიმრებულია.
15 ივლისის საღამოს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. მეორე დღეს ხელისუფლებამ ამბოხების აღკვეთის შესახებ განაცხადა. თურქეთის ხელისუფლება ამბოხების მოწყობაში აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო მოღვაწეს ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს.