სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლი-„ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატია

© FB/ Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი და გოჩა ენუქიძე
გიორგი კვირიკაშვილი და გოჩა ენუქიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
Yandex newsTelegram
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გოჩა ენუქიძე, მმართველი პარტიის სახელით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახდა.

თბილისი, 10აგვისტო— Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ყოფილი დეპუტატი გოჩა ენუქიძე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატი გახდა.  

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება. ამჟამად საქართველოში ეგრეთ წოდებული შერეული სისტემა მოქმედებს. პარლამენტის 77 დეპუტატი პარტიული სიით აირჩევა(პროპორციული სისტემით), 73 კი —კანდიდატთა სიიდან, რომლებიც კენჭს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში იყრიან(მაჟორიტარული სისტემით).

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტიის ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და მესტიის რეგიონის ერთადერთ მაჟორიტარულ ოლქში  გოჩა ენუქიძე წარადგინა.

ქართული ოცნების მომხრეები - Sputnik საქართველო
პრემიერმა ახალციხეში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

წარდგენისას კვირიკაშვილმა ყურადღება მიაქცია რეგიონის ყველა რაიონის ერთ საარჩევნო ოლქად გაერთიანების უსამართლობას, რაც ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად  2015 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს რეკომენდაციით დამტკიცდა. ოლქების ამგვარი გაყოფის შესახებ კანონპროექტს მხარი მხოლოდ მმართველი  კოალიციის დეპუტატებმა დაუჭირეს.

ზაქარია ქუცნაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერმა მცხეთა–მთიანეთის რეგიონში დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

„ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი პარტიის პროპორციულ სიაში სხვა რაიონების მოსახლეობის ინტერესები დაკმაყოფილებული იყოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს რეგიონების მათემატიკური დაჯამება არ შეიძლება. ამიტომ სვანეთს, ლენტეხსა და ცაგერს პროპორციულ სიაში თავისი წარმომადგენლები ეყოლება“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

2008-2012 წლებში გოჩა ენუქიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი იყო. მერვე მოწვევის პარლამენტში ის ისევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მოხვდა, თუმცა 2012 წლის ბოლოს მან სააკაშვილის რიგები დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა.

ყველა ახალი ამბავი
0