თბილისის საბავშვო ბაღები 15 სექტემბერს გაიხსნება

© photo: Sputnik / Vitaly An'kov / გადასვლა მედიაბანკშისაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინც ვერ მოასწრო შვილების დარეგისტრირება ივლისში, ამის გაკეთებას სექტემბრის პირველი კვირის განმავლობაში შეძლებს. თუმცა ადგილები საბავშვო ბაღებში შეზღუდული იქნება.

თბილისი, 10აგვისტო— Sputnik. თბილისის სახელმწიფო საბავშვო ბაღები 15 სექტემბერს გაიხსნება.

თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოში აღნიშნეს, რომ იმ ბავშვების მშობლებს, რომლებმაც ივლისში ვერ შეძლეს დარეგისტრირება, სექტემბრის პირველი კვირის განმავლობაში, შეუძლიათ მივიდნენ მათ მიერ არჩეულ საბავშვო ბაღში და დაწერონ განცხადება ბავშვის გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფში ჩარიცხვის თხოვნით. ამისათვის სააგენტო რამოდენიმე ათას დამატებით ადგილს გამოჰყოფს. წელს თბილისის საბავშვო ბაღებში უკვე 12 ათასი ბავშვია დარეგისტრირებული. 

„რა თქმა უნდა, ადგილები შეზღუდული იქნება“, — სააგენტოს პრესსამსახურის თანამშრომლის სიტყვებს ციტირებს საინფორმაციო სააგენტო  "Новости-Грузия".

საბავშვო ბაღის ახალი შენობა - Sputnik საქართველო
შემოდგომაზე თბილისში 3 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება

1 ივლისს თბილისში საბავშვო ბაღებში ბავშვებისა რეგისტრაცია ჩატარდა. პირველ ეტაპზე რეგისტრაცია გაიარეს ბავშვებმა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, მეურვეობის სახელმწიფო სააგენტოს ფილიალ-ბავშვთა სახლების ბენეფიციარებმა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებმა, ასევე ბავშვები იმ ოჯახებიდან, რომელთა შვილი ან შვილები უკვე სარგრებლობენ რომელიმე საბავშვო ბაღის მომსახურებით. გარდა ამისა, ბავშვები თბილისის წყალდიდობით დაზარალებულთა ოჯახებიდან, რომელიც 2015 მოხდა.

მეორე ეტაპზე, 8 ივლისს, რეგისტრაცია ყველა დანარჩენმა ბავშვმა შეძლო.

ყველა ახალი ამბავი
0