თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. შვილისა და მეუღლის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობამისჯილმა მაგდა პაპიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, განაცხადა პაპიძის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში.
პაპიძეს უვადო პატიმრობა 6 ივლისს მიესაჯა. ნაფიცმა მსაჯულებმა ის 2015 წლის 20 დეკემბერს მომხდარ საზარელ მკვლელობაში, როდესაც უთანხმოების ნიადაგზე მეუღლე და შვილი მოკლა, დამნაშავედ ცნო.
„ჩვენ 4 აგვისტოს კასაციაზე შევიტანეთ განცხადება და ვითხოვთ უვადო პატიმრობის მინიმალური ვადით შეცვლას, ანუ რასაც ითვალისწინებს ეს დანაშაული“, — განაცხადა ფხალაძე.
მაგდა პაპიძის წინააღმდეგ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე მუხლით „ოჯახური დანაშაული, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით“, რაც ითვალისწინებს 16-დან-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.
იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლო წარმოებაში მიიღებს საქმეს, ნაფიცი მსაჯულები პაპიძის საქმეს ხელმეორედ გადახედავენ.