თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მაგდა პაპიძეს, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ სცნო, უვადო პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ სასამართლოს პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 2015 წლის 20 დეკემბერს სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს — ომარ ქაფიაშვილს უროთი მრავლობითი დარტყმა მიაყენა თავის არეში, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა, შემდეგ პაპიძემ ბავშვი დაახრჩო.
მაგდა პაპიძის წინააღმდეგ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე მუხლით „ოჯახური დანაშაული, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით“.
პაპიძეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია.