თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სახელით მოასპარეზე ძიუდოისტმა ესტერ სტამმა თავისი პირველი გამოსვლა რიოს ოლიმპიადაზე წარმატებით დაიწყო და მერვედფინალში გადავიდა.
სტამმა მონღოლ ნარანჯანგალ ცენდ-აიუშს ჯერ იუკოთი სძლია, ხოლო შემდეგ ვაზარიც აიღო.
ესტერ სტამი მერვედფინალში კანადელ კელიტა ზუპანჩიჩს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ წარმოშობით ჰოლანდიელი სტამი პირველია, რომელიც სპორტის ამ სახეობაში ქალთა შორის საქართველოს ოლიმპიადაზე წარადგენს.