15 აგვისტოდან პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივი გახდება

© FB/ Мэрия Тбилисиპუშკინის ქუჩა
პუშკინის ქუჩა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე, სადაც მიწის ქვეშ უძველესი კედელი აღმოაჩინეს, 2012 წელს ცალმხრივი გახდა, რამაც პრობლემები შეუქმნა მძღოლებს.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. თბილისის ცენტრში, პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 15 აგვისტოდან კვლავ ორმხრივი გახდება, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური.

ახალი ესტაკადა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებს – მაჩაბლის, კოტე აფხაზის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის ქუჩებსა და თავისუფლების მოედანს ე.წ. საცობებისგან განტვირთავს.

შუქნიშანი - Sputnik საქართველო
თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზები დასახელდა

„პუშკინის ქუჩაზე სამუშაოები სრულდება. მომდევნო კვირიდან მოძრაობა უკვე ორივე მიმართულებით გაიხსნება. პროექტი ძალიან ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი — აქ განიტვირთება როგორც საავტომობილო მოძრაობა, ისე გადაადგილება ტურისტებისა და ფეხით მოსიარულეთათვის გახდება უფრო კომფორტული. გაკეთდა სავალი ბილიკი, რაც ადრე არ არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ისტორიული ნაწილი შენარჩუნებულია, რაც ასევე ტურისტული მიმზიდველობის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია“, — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

კონცეფციის თანახმად, ახალი ესტაკადა ძველი ქალაქის სტილს იქნება მორგებული. ამასთან, ესტაკადის ქვეშ შენარჩუნებული იქნება უძველესი ქალაქის ნანგრევებიც.

საავტომობილო მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე მას შემდეგ გახდა ცალმხრივი, რაც იქ 2012 წელს მიწის ქვეშ უძველესი კედელი აღმოაჩინეს. ქალაქის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ქუჩაზე ტურისტული ზონა მოაწყო და ავტომობილების მოძრაობა შეზღუდა, რამაც პრობლემები შეუქმნა მძღოლებს.

პუშკინის ქუჩაზე სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტზე ქალაქის ბიუჯეტიდან 4 400 ათასი ლარი გამოიყო.

ყველა ახალი ამბავი
0