ბურჯანაძე: საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშინინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის ექს-სპიკერისთვის მიუღებელია საქართველოს პრეზიდენტის არგუმენტები ქორწინების შესახებ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის გამართვაზე უარი იმიტომ განაცხადა, რომ ეს აშშ-ს არ მოეწონებოდა, განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

საინიციატივო ჯგუფმა ივლისში ცესკოში 200 ათასზე მეტი ხელმოწერით განაცხადი შეიტანა რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით, რომლის მიზანია — საკანონმდებლო დონეზე ქორწინების ცნების დაკანონება – როგორც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირის.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
რეფერენდუმი ერთსქესიანთა ქორწინებაზე საქართველოში არ შედგება

„საქართველოს პრეზიდენტმა რეფერენდუმთან დაკავშირებით უარის თქმის ერთგვარ არგუმენტად დაასახელა ის, რომ ეს თითქოს რუსეთს აძლევს ხელს. ეს არგუმენტი ხელოვნურად მოტანილია და ამ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება აქამდე ჩატარებული ყველა რეფერენდუმი… აღნიშნული გადაწყვეტილება ძალზე უსუსური გამოსავალია, რამდენადაც პრეზიდენტმა ვერ შეძლო იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც აშშ-ს არ მოეწონებოდა“, — განაცხადა ბურჯანაძემ. 

გიორგი მარგველაშვილმა შეახსენა რეფერენდუმის ინიციატორებს კანონი „რეფერენდუმის შესახებ“, რომელიც რეფერენდუმის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებას ითვალისწინებს. მისი თქმით, ეს შეუძლებელია, რადგან ოფიციალური თბილისი ვერ აკონტროლებს ორ რეგიონს — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს.

ქორწინების ცნების თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც იანვრის ბოლოს ლგბტ პირთა უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. როგორც ის აცხადებს, საქართველოს კონსტიტუციაში არ არსებობს ჩანაწერი, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირია, ასეთი ჩანაწერი მხოლოდ სამოქალაქო კოდექსშია.

ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ნაწილი კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერის ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შესწორებები, დეპუტატების არასაკმარისი ხმების გამო, ვერ მიიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0