თბილისში „ეროვნული ფორუმის“ ოფისი გაქურდეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოფისიდან მოპარულია ინფორმაცია პარტიის კოორდინატორების, აგიტატორებისა და აქტივისტების შესახებ.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ნაძალადევის რაიოში ოპოზიციური პარტია „ეროვნული ფორუმის“ ოფისი გაქურდეს, იუწყება პარლამენტის დეპუტატი „ფორუმიდან“ ანი მიროტაძე.

როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, ოფისიდან მოპარულია პარტიისთვის აუცილებელი წინასაარჩევნო ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია კოორდინატორების, აქტივისტებისა და აგიტატორების შესახებ.

პოლიცია - Sputnik საქართველო
შსს: ბურჭულაძის პარტიის ოფისის გაქურდვის საქმე გახსნილია

„ინფორმაციები, რომელიც გატანილია ოფისიდან, მხოლოდ სამუშაო ინფორმაცია არაა. იქ არის კონკრეტული სახელი და გვარები ჩვენი კოორდინატორების, აქტივისტების და ადამიანების, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად მუშაობენ. იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ადამიანებზე არ განხორციელდება რაიმე ტიპის ზეწოლა და ეს ინფორმაცია მათზე ზეწოლისთვის არ დასჭირდათ“, — განაცხადა მიროტაძემ პრესკონფერენციაზე.

მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ქურდობის“ მუხლით.

„ეროვნულმა ფორუმმა“, რომელიც ადრე მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში იყო, კოალიცია მიმდინარე წლის აპრილში დატოვა.

პარტია 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობას დამოუკიდებლად აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0