შსს: ბურჭულაძის პარტიის ოფისის გაქურდვის საქმე გახსნილია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ ერთ დღე-ღამეში გახსნა პარტია „მოძრაობა — სახელმწიფო ხალხისათვის“ ოფისიდან კომპიუტერის ქურდობის საქმე.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. პაატა ბურჭულაძის პარტიის, „მოძრაობა — სახელმწიფო ხალხისათვის“ ოფისიდან ლეპტოპის მოპარვის გამო, პოლიციამ ადრე ნასამართლევი, 1987 წელს დაბადებული ლაშა ა. დააკავა, იუწყება შსს-ის პრესსამსახური.

ლეპტოპი - Sputnik საქართველო
თბილისში პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისი გაქურდეს

პარტიის ოფისის გაქურდვის შესახებ პოლიციაში შეტყობინება 8 ივნისს შევიდა. მემდიის ინფორმაციით, მოპარული კომპიუტერი პარტიის ლიდერის მდივანს, გვანცა იობიძეს ეკუთვნოდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაკავებული სააგიტაციო სამუშაოს ეწეოდა პარტიისთვის. მოპარული ლეპტოპი ამოღებულია. დაკავებულმა დანაშაული აღიარა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ქურდობის მუხლით, რაც სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0