თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. რიო-დე-ჟანეიროს XXXI ოლიმპიური თამაშების მეხუთე დღეს, ოთხშაბათს ქართველი სპორტსმენები სამ დისციპლინაში იბრძოლებენ მედლებისთვის.
ვარლამ ლიპარტელიანი
ძიუდო (90 კგ-მდე წონითი კატეგორია)
შეჯიბრის დაწყების დრო — 19:00 თბილისის დროით.
ვარლამ ლიპარტელიანი — ამჟამად ერთ- ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტია. მის ანგარიშზე ევროპის ჩემპიონის 8 ტიტულია, ორი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული საქართველოს ნაკრებში და სამჯერ იგი მსოფლიო პირველობის პრიზიორი გახდა. მსოფლიო რეიტინგში, რომლის ლიდერი სამხრეთ კორეელი დონგან გვაკია, ლიპარტელიანი მეხუთე პოზიციაზეა. თავის პირველ ორთაბრძოლას ქართველი სპორტსმენი უნგრელ კომრონშოხა უსტუპირიონთან გამართავს.
ესტერ სტამი
ძიუდო (ქალები, 70 კგ-მდე წონითი კატეგორია)
შეჯიბრის დაწყების დრო — 19:00 თბილისის დროით.
ესტერ სტამი — დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ქვეყანას ამ სახეობაში ოლიმპიურ თამაშებზე წარადგენს. ყაზანში ახლახან გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სტამმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მსოფლიო რეიტინგში ამჟამად იგი 22-ე ადგილზეა. ამ წონით კატეგორიაში ფავორიტებად ჰოლანდიიდან კიმ პოპინგი და საფრანგეთიდან ჟევრიზ ემანი ითვლებიან. სწორედ ამ უკანასკნელთან წააგო სტამმა კონტინენტის პირველობა ყაზანში. რიოში გამოსვლას სტამი მონღოლ ნარანჯარგალ ტსენდთან ორთაბრძოლით დაიწყებს.
იულია ლობჟანიძე და ქრისტინა ესებუა
მშვილდოსნობა (ინდივიდუალური შეჯიბრი)
შეჯიბრის დაწყების დრო — თბილისის დროით 18:00 – ლობჟანიძე, 24:00 – ესებუა.
ქრისტინა ესებუა და იულია ლობჟანიძე გუნდურ პირველობაში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ (1/8 ფინალში საქართველოს ნაკრებმა მექსიკელებთან დათმო) რეაბილიტაციას ინდივიდუალურ შეჯიბრში შეეცდებიან. 1/32 ფინალის სტადიაზე ლობჟანიძე მექსიკელ ალეხანდრა ვალენსიას შეხვდება, ხოლო ესებუა — ინდოელ დიპიკა კუმარის.
Sputnik-ის ინტერვიუ ქართველ მშვილდოსნებთან ნახეთ აქ >>
სანდრო ბაზაძე
ფარიკაობა (ხმალი)
შეჯიბრის დაწყების დრო — 03:00 (ღამე) თბილისის დროით.
სანდრო ბაზაძე — ატლანტის (1996 წლის) თამაშების შემდეგ პირველი სპორტსმენია, რომელიც საქართველოს სპორტის ამ სახეობაში ოლიმპიადაზე წარადგენს. იგი მამის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს (მერაბ ბაზაძე), რომელიც წარსულში ასევე ცნობილი მოფარიკავე იყო. სანდროს თქმით, ის რიოში მხოლოდ მედლისთვის ჩამოვიდა. პირველი მეტოქე, რომელსაც სანდრო 1/32 ფინალში შეხვდება, ბრაზილიელი რენცო აგრესტა იქნება.