პრეზიდენტი: საქართველო რუსეთთან დიალოგისთვის მზად არის საკუთარი პირობებით

© FB/Георгий Маргвелашвилиგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარგველაშვილის განცხადებით, რაღაც მომენტში საქართველო და რუსეთი რაციონალური დიალოგისთვის მზად იქნებიან.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მზადყოფნის შესახებ განაცხადა – გარკვეული პირობების დაცვით.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის საპასუხოდ გაწყვიტა. ახალი ხელისუფლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას ასახელებს.

ღვინის მაღაზია თბილისში - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 50%-ით გაიზარდა

„თუ იქნება იმის გაცნობიერება, რომ საქართველო რუსეთისთვის მტერი არ არის, არამედ საქართველო, უბრალოდ, თავისი სუვერენიტეტის დაცვის პირობებში კეთილმეზობლობისკენ არის განწყობილი, ამ ყველაფრის ფონზე და შესაბამისი უწყებების მუშაობის საფუძველზე ასეთ შეხვედრას ექნება აზრი“, — განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.

„დიპლომატია და პოლიტიკა — ეს არის ლაპარაკი, შეხვედრები, დისკუსიები, არა იარაღის ჟღარუნი, არამედ პოზიციების დაახლოება. იმედი მაქვს, რომ რაღაც მომენტში მივალთ რაციონალური დიალოგის კონტექსტამდე“, — აღნიშნა მარგველაშვილმა.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, აგრეთვე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0