თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი (-81კგ) რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მედლის გარეშე დარჩა. ბევრი ექსპერტისა და სპეციალისტით აზრით, ეს შეიძება სენსაციად ჩაითვალოს.
ნახევარფინალში ჭრიკიშვილი ამერიკელ ტრევის სტივენსს შეხვდა, რომელმაც ქართველს ორთაბრძოლა მახრჩობელა ილეთით მოუგო.
შეხვედრა მესამე ადგილისთვის ჭრიკიშვილმა საკმაოდ აგრესიულად დაიწყო. თუმცა ამგვარი ტაქტიკა ტაკანორი ნაგასეს წინააღმდეგ წარმატებული არ აღმოჩნდა. იაპონელი მომენტს დაელოდა და საბოლოოდ უჩი-მატას წყალობით იგი დაამარცხა.
მეორე ბრინჯაოს მედალი სერჯიუ ტომამ მოიპოვა არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. ამ ქვეყნისთვის მისი ოლიმპიადაში მონაწილეობის ისტორიაში ეს მეორე ოლიმპიური მედალია.
ოლიმპიური ჩემპიონი 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში რუსი ჰასან ხალმურზაევი გახდა, რომელმაც სტივენსს ფინალში იპონით მოუგო.